ტ ე კ ი ლ ა
                                        ტეკილის წარმოება 
თავისი სახელწოდება ტეკილა მან მიიღო ან ამავე სახოლწოდების ქალაქისგან Tequila, სადაც დახლოებით 1900 წელს იპოვეს მესკალის დამზადების სამრეწველო მეთოდი, ან იგი არსებობდა ამავე დასახელებით ადრეული წლებიდან და ატარებს იმ ხალხის  Tequila სახელს, რომელმაც დაიწყო მისი მომზადება.
   ტეკილას წარმოება ხდება მექსიკის შემდეგ შტატებში:
ხალისკოს, გუანახუატოს, ნაიარიტის, მიჩოაკანის და ტამაულიპა.
მისი წარმოება ატარებს სამრეწველო ხასიათს.
წარმოება 
ტეკილის წარმოების პროცესი იწყება აგავის მოშენებიდან, ეს პროცესი მიმდინარეობს მკაცრი და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა შეესაბამებოდეს ტრადიციებს.
   მექსიკური მცენარე, (Agave Tequilana blue weber)  იზრდება და ხარობს წითელ მიწაზე, მცხუნვარე მზის სხივების ქვეშ. მას სჭირდება 7-8 წელი, რომ მიაღწიოს სიმწიფის აუცილებელ ზღვარს, ამ დროს ის იწონის 70კგ-ს.
    დამწიფებულ აგავას აცლიან ეკლიან ფოთლებს, ტოვებენ მცენარის შუაგულს, შიგთავსს-Pinas (პინას) რომელიც წააგავს მოდიდო ანანასებს და რომელბიც შემდგომ  მიაქვთ გადასამუშავებლათ, რომლისგანაც სხვადასხვა სახის ტეკილას და მესკალს ამზადებენ, პინას ხარშავენ ორთქლზე  ან ხანდახან წნევის ქვეშ ერთი ან ორი დღე, შემდეგ ფქვავენ,წურავენ,ტკბილ,მუქ  წვენს. ამ ბლანტ წვენს, საფუარის დახმარებით (იშვიათად ლერწმის შაქრით) ადუღებენ, რომლის ხანგრძლივობა 2-8 დღემდეა, შემდეგ გამოიხდება ორჯერ, გამოსახდელ აპარატში  "alambic charenais"  ან  "pot still" ასე მიიღება  ტეკილა. გამოხდილი  (დისტილირებული) წყლის დამატებით, შიდა ბაზარზე განკუთვნილი სასმელის  სიმაგრეა, 40-60% ხოლო ექსპორტისათვის 38-40%.
                                                     სახეობები
არსებობს ტეკილის შემდეგი სახეობები
ბლანკო-უფერო ტეკილა, რომელიც არ ექვემდებარება დავარგებას მას აგრეთვე შეიძლება ეწოდებოდეს White ან Silver-ი.
 Joben-(ხოვენ) ახალგაზრდა ტეკილას, რომელსაც არ გაუვლია დავარგების პროცესი და  შეიძლება იყოს არომატიზირებული. 
ამ ჯგიფში უნდა გამოიყოს:
Tequila Gold (ტეკილა გოლდი)  ან Tequila Oro (ტეკილა ორო)  ასე ეძახიან  ტეკილას, რომელსაც აქვს ოქროსფერი შეფერილობა, რომელიც მიიღება კარამელის დამატების შედეგად.
  Repozado (რეპოზადო) ასე ეწოდება ტეკილას, რომელსაც ავარგებენ მუხის კასრებში არანაკლებ ორი თვისა, და ღებულობს ქარვისფერ შეფერილობას.
Anejo (ანიეხო)-ეს ტეკილა ყველაზე დიდ ხანს ინახება მუხის კასრებში,  (600 ლიტრიან ცისტერნებში) არანაკლებ ერთი წლისა. მაგაზე მიგვითითებს მისი ქარვისფერი შეფერილობა.
 გამოყენება
ჩვეულებრივ ტეკილა გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხხით:
   პატარა ვიწრო სასმისში ასხავენ 50მგ სასმელს, გაშლილ ხელის გულზე იყრიან მარილს და იღებენ მწვანე ლიმნის ან ლაიმის პატარა ნაჭერს, შემდეგ მარილს იყრიან პირში, აყოლებენ ერთ ყლუპ ტეკილას და აყოლებენ ლიმნის ან ლაიმის პატარა ნაჭერს.
ტექნოლოგიის გახვეწამ, წარმოების კონტროლმა და განვითარებამ, სასმელის ხარისხზე დაწესებულმა მკაცრმა ნორმებმა ხელი შეუწყვეს ტეკილის გამოჩენას მსოფლიო ბაზარზე.
   მაგრამ,  ტეკილა და მესკალი ეს არის ორი სხვადასხვა სპირტიანი სასმელი და სხვადსხვა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ისინი ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
   ტეკილა გამოიყენება აგრეთვე სხვადსხვა კოქტეილის დასამზადებლად, ყველაზე ცნობილი და აღიარებული ბარმენთა საერთაშორისო ასოციაციის  (IBA)  მიერ წარმოადგენს Tequila sunrise (ტეკილა სანრაიზი) და Margarita (მარგარიტა)
GMT Tbilisi
 
Реклама
 
New's
 
Visit Our New Barman Portal
http://www.barman.ge
Site Friend's
 
www.Queer.ge
ა ვ ტ ო რ ი ს გ ა ნ
 
თუ გაქვთ რაიმე იდეები ან საკუთარი კოკქტეილები მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე, და ჩვენ გამოვაქვეყნებთ ჩვენს პორტალზე
info@barmansite.com
exit@queerge.com
 
:) 1 посетителей (47 хитов)
=> Тебе нужна собственная страница в интернете? Тогда нажимай сюда! <=