კანადური ვისკი
წარმოების ისტორია
კანადური ვისკის წარმოშობის ისტორია ძალიან გავს ამერიკული ვისკის წარმოშობას.მაგრამ ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთი, გრამატიკული სხვაობა,ისინი ისევე წერენ ვისკის როგორც შოტლანდიელები - «whisky» .ამ სახის ვისკები თავიანთ წარმატებას უნდა უმადლოდნენ "მშრალ კანონს " ამერიკაში. იმ დროისათვის ნამდვილად სარფიანი იყო კანადაში ვისკის წარმოება და გაყიდვა კი აშშ-ში . ვისკის წარმოება იმ დროისათვის გაიზარდა თითქმის 100%-, რაც ბევრი პატარა ვისკის სახდელის მეპატრონეს კოლოსალური თანხები მოუტანა,ამასგარდა მათ შეძლეს ზოგიერთი შოტლანდიური სახარშის ყიდვაც კი ასე იყო მაგალითად ფირმა  «Seagram»-ს შემთხვევაში,რომელიც ამ მოვლენებს უნდა უმადლოდეს რადგან ის დღესდღეობით მსოფლიოში ერთ ერთი უდიდესი კორპორაციაა.
წარმოება 
კანადური ვისკის წარმოებისათვის,რომელიც ხშირ შემთხვევაში კუპაჟირებულია,მის დამზადებაში ძირითადად გამოიყენება მოხალული ჭვავი,სუფთა სპირტი, სხვა დანამატების გამოყენებაც შესაძლებელია: სიმინდი, სვია, ხორბალიკანადური ვისკის ძირათადი განმასხვავებელი ნიშანია ის რომ მისი კომპონენტები გამოიხდება სახდელ აპარატში რომელსაც ჰქვია-. «patent still» ცალკე სხვადსახვა ტემპერატუაზე. სიმინდისთვის გამოიყენება მაღალი ტემპერატურა,სვიასთვის და ხორბლისთვის შედარებით დაბალი ტემპერატურა,რაც იძლევა იმის საშუალებას რომ იქნას მიღწეული არომატების განსაკუთრებული კონცენტრაცია.მხოლოდ ამის შემდეგ პროდუკტს გადაიტანენ დასავარგებლად სპეციალურ ბურბონის კასრებში და ხანდახან ჰერესის კასრებში.
კანადური ვისკი ხასიათდება შემდეგნაირად-მას აქვს ნაზი,მსუბუქი,ხილის,მომწარო გემო,რაც აიხსნება მისი ასეთი წარმატებული გაყიდვადობა ბარებში განსაკუთრების კი აშშ-ს ბარებში სადაც დარჩა ჩვეულებად ასეთი ვისკის მოხმარება "მშრალი კანონის"გაუქმების შემდეგ. აღსანიშნავია ის რომ ადგილობრივი ბაზრისთვის კანადური ვისკის სიმაგრე განისაზღვრება 39.9% ალკოჰოლის შემცველობით ხოლო ექსპორტირებული არის 40%. .
GMT Tbilisi
 
New's
 
Visit Our New Barman Portal
http://www.barman.ge
Site Friend's
 
www.Queer.ge
ა ვ ტ ო რ ი ს გ ა ნ
 
თუ გაქვთ რაიმე იდეები ან საკუთარი კოკქტეილები მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე, და ჩვენ გამოვაქვეყნებთ ჩვენს პორტალზე
info@barmansite.com
exit@queerge.com
 
:) 1 посетителей (4 хитов)
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно