ლიქიორები
XI-საუკუნიდან მოყოლებული დასავლეთ ევროპის ბევრ კათოლიკურ მონასტერებში ავადმყოფთა მკურნალობის დროს ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა მიქსტურები და ელექსირები.ავადმყოფთა მკურნალობის გარდა ბერები მუდამ ცდილოდნენ გაეუმჯობესებინათ ამ ელექსირების წარმოების ტექნიკა ამას გარდა ბერები მუდამ ახალი მიქსტურების ძიებაში იყვნენ.ამაში მათ ეხმარებოდა ის რომ მათი მონასტრები დასახლებული პუნკტებიდან მოშორებულად იყო.რამდენადაც ბევრი წამალი მწარე გემოს იყო მათ უმატებდნენ თაფლს,ასე გაჩნდა პირველი ლიქიორი, ან როგორც მათ ადრე უწოდებნდნენ ელექსირებს და მიქსტურებს რომელბსაც ბერები აყენბდნენ სხვადასხვა სურნელოვანი და საწამლე მცენარეებისგან,შუა საუკუნების ექიმ-ბაშები ბალახებისა და კენკრის მაცერაციაზე (დაყენებაზე) მრავალ ექსპერიმენტს ატარებდნენ,რათა ნაყენისთვის მიენიჭებინათ სამკურნალო თვისება ან უსიამოვნო გემო მოეშორებინათ.1575 წელს ჰოლანდიელმა მედიკოსმა ლუკას ბოლსმა მოამზადა პირველი „ოფიციალურად დოკუმეტირებული“ ლიქიორი.ძირითადი კომპონენტის სახით მან გამოიყენა „ტმინი“ იცოდა რა მისი სამკურნალო თვისება საჭმლის მონელების სისტემისთვის.ხოლო სპირტი გამოიყენა მისი ტკივილ გამაყუჩებელი თვისების გამო. მაგრამ ისტორიული დოკუმენტების მიხედვით ჰოლანდიელს კონკურენციას უწევენ ფრანგი ბერები:მათ 1510 წელს უკვე ჰქონდათ დოკუმენტებში ჩანაწერი ლიქიორების შესახებ.
საფრანგეთში XVI-საუკუნის დასაწყისში გამოხდის უფლება მხოოდ ბერებს,მეღვინეებსა და აფთიაქარებს ჰქონდათ. ამიტომაც ჰოლანდიაში სადაც კანონები არ იყო ისე მკაცრი,შეძლეს ჩამოესხათ პირველი კომერციული ლიქიორი. მის შემადგენლობაში შედიოდა „პომერანეცი“რომელიც იზრდებოდა კარიბის ზღვაში ანტილიის კუნძულებზე ეს უკენკნელი კი იმ დროისათვის ჰოლანდიის კოლონია იყო.ეს არის მაწარე ფორთოხალი.რომელიც იმ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა.მაგრამ იყო ერთი პრობლემა მათი ტრანსპორტირება ძნელი იყო ვინაიდან ეს პროდუქტი მალ-ფუჭებადია,და ევროპაში ის უკვე არც თუ სასიამოვნო სახით ჩამოდიოდა.გადაწყდა მისი სპირტში ჩალბობა, შემდეგ კი ამ მასის დისტილირება და შაქრის დამატება მისი მომწარო გემოს გასაქრობად. XVII და XVIII საუკუნეებში ლიქიორების წარმოების ტექნიკა ფაქტიურად არ შეცვლილა.ლიქიორი „მოდური“გახდა სამეფო კარზე ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღია ლუდოვიკო  XIV-ის დროს.ხოლო ლიქორებისთვის ოქროსს ხანად ითვლება  XIX -საუკუნე: ამ დროს ის იქცა პირველადი მოხმარების ნივთად,უცბად აიწია ხარისხმა და წარმოების ასორტიმენტმა.ლიქიორების მწარმოებლების ფანტაზიამ ზღვარი არ იცოდა.ძნელია ვიპოვოთ ისეთი ხილი,მცენარე ან ნელსაცხებელი რომელზედაც ექსპერიმენტი არ ჩატარებულა,ზუსტად ამ დროს იქმნებოდა მსოფლიოში ამჟამადაც განთქმული ლიქიორები.
GMT Tbilisi
 
New's
 
Visit Our New Barman Portal
http://www.barman.ge
Site Friend's
 
www.Queer.ge
ა ვ ტ ო რ ი ს გ ა ნ
 
თუ გაქვთ რაიმე იდეები ან საკუთარი კოკქტეილები მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე, და ჩვენ გამოვაქვეყნებთ ჩვენს პორტალზე
info@barmansite.com
exit@queerge.com
 
:) 4 посетителей (7 хитов)
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно