წვენები და სიროფები
    დღევანდელ ბაზარი მრავლადაა  არახარისხიანი და ნაირნაირი  წვენებით გაჯერებული,ბარმენი ვალდებულია განასხვავოს ეს წვენები ერთმანეთისგან.    
                                  ნატურალური წვენები
     მხოლოდ ისეთი წვენი რომელიც მიღებულია  მაღახარისხოვანი ხილისგან და ნაყოფისგან  და სწორედ აქვს ჩატარებული პასტერიზაცია შესაძლებელია რომ გამოვიყენოთ ბარში!
 წვენის გამოყენება რეკომენდირებულია ქილის  გახსნიდან 24 საათის განმავლობაში
                                              კონცენტრირებული წვენები
     ეს არის ყველაზე გავრცელებული და გაყიდვადი  სახის წვენები დღევანდელ ბაზარზე მას იღებენ ნატურალური წვენებისგან რომელსაც ამატებენ ცოტაოდენ წყალს შემდეგი პროპორციით 30/100%  ეს კეთდება იმისათვის რომ გაადვილდეს მისი შენახვა და ტრანსპორტირება .მხოლოდ 100% წვენების გამოყენება შეიძლება კოქტეილებში. 
                                       ნექტარები
     ხშირ შემთვევაში მათ ამზადებენ ისევე როგორც წვენებს ,განსხვავდება მხოლოდ ერთი დეტალით  კონცენტრატის გარდა ემატება კიდევ ხილის რბილობი.აქაც იგივე რჩევა არის მხოლოდ 100% წვენების გამოყენება შეიძლება კოქტეილებში
                              ხილნარევი და კენკროვანი წვენები
      ასეთ წვენებს უწოდებენ ისეთებს როგორიც არის  წყლით ნარევი  წვენი.მათი კონცენტრატი როგორც წესი სუსტია და თავი უნდა ავარიოტ მათ გამოყენებას ბარში.
     ბარისთვის ყველაზე კარგი წვენებია ისინი რომელიც არის ჩამოსხმული პასტერიზებულ ბოთლებში ანდა თვით ბარმენის მიერაა დაწურული.
     წვენისთვის ხილი უნდა იყოს არაუმეტეს 5 დღისა. წვენები ყოველთვის უნდა გადიოდეს გაციებული სახით,მაგრამ თუ სტუმარმა შეუკვეთა ახლად დაწურული წვენი (ფრეში) ის აუცილებლად უნდა გავიდეს ყინულის გარეშე და და ჭიქა წყლით,რათა სტუმარმა თვითონ გააზავოს ეს წვენი
                                                            სიროფები
         სიროფებს დიდი ადგილი უკავიათ კოქტეილების მომზადებაში, -სიროფი არის წყალში გახსნილი შაქარი,მისი დამზადება შეიძლება სხვადასხვა ხილით ან მცენარეებით და ა.შ.კარგი სიროფი უნდა შეიცავდეს 750გრ-დან 850გრ-მდე  შაქარს ერთ ლიტრ წყალზე და არომტიზირებული იქნას ნატურალური ხილის წვენებით ან ხილის რბილობით.
 
GMT Tbilisi
 
New's
 
Visit Our New Barman Portal
http://www.barman.ge
Site Friend's
 
www.Queer.ge
ა ვ ტ ო რ ი ს გ ა ნ
 
თუ გაქვთ რაიმე იდეები ან საკუთარი კოკქტეილები მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე, და ჩვენ გამოვაქვეყნებთ ჩვენს პორტალზე
info@barmansite.com
exit@queerge.com
 
:) 5 посетителей (8 хитов)
Этот сайт был создан бесплатно с помощью homepage-konstruktor.ru. Хотите тоже свой сайт?
Зарегистрироваться бесплатно